კონტაქტი FAQ

Courtyard by Marriott Batumi

  • თარიღები:
    17 ივნ - 17 ივლ
  • მდებარეობა:
    ბათუმი
  • დასაქმების ფორმა:
    მოქნილი გრაფიკი
  • განათლება:
    საშუალო განათლება
  • უცხო ენები:
    რუსული, ინგლისური
  • გამოცდილება:
    1 - 2 წლამდე

დამატებითი ინფორმაცია

Courtyard by Marriott არის სასტუმროების ქსელი, რომელიც ეკუთვნის Marriott International-ს. ბრენდი განკუთვნილია პირველ რიგში ბიზნეს მოგზაურებისთვის და ოჯახებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა. ის დაფუძნდა 1983 წელს და დღეის მდგომარეობით მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1200-ზე მეტ სასტუმროს. ამ დიდ ოჯახს მალე შეუერთდება Courtyard by Marriott Batumi.

Courtyard by Marriott Batumi -ის სასტუმროში ჩვენ გამოვარჩევთ მეოცნებეებს, რომლებიც თავიანთ კვალს ტოვებენ სტუმართმოყვარეობის სფეროში. შესაბამისად, გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და გახდი ამ დიდი ოჯახის წევრი და Courtyard by Marriott Batumi - ის გასაოცარი თავგადასავლების ნაწილი. თქვენი უნარებით და შემოქმედებითი აზროვნებით ჩვენ ერთად დავნერგავთ სიახლეებს და უკეთესობისკენ შევცვლით მოგზაურობის გამოცდილებას.

სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

სტუმრების სტანდარტების შესაბამისად მიღება-განთავსება და გაცილება;
ოთახების სტატუსისა და მდგომარეობის კონტროლი;
გადახდები და დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი;
ჯავშნების მიღება;
შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთ თანამშრომლობა და ინფორმაციის გადაცემა;
უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საშუალო განათლება;
მოწესრიგებუობა და პუნქტუალურობა
სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცონდა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;
კომუნიკაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
კონკურენტულ ანაზღაურებას;
5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
ცვლაში მუშაობისას ერთჯერად კვებას;
უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
დასვენებას დაბადების დღეზე;
გუნდის წევრების ,,Courtyard Bonvoy’’-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას;
2 თვიან ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე 2022 წლის 01 ივლისამდე ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@courtyardbatumi.com

სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი განცხადებები

  • 29 ივნ - 29 ივლ
  • მზარეული

  • 29 ივნ - 29 ივლ
  • მიმტანი

  • 29 ივნ - 29 ივლ
  • დამლაგებელი